SiTech / Origin / ვიზუალური მასალები 1.0

ორიგინალი ლოგოს ავტორი: ედო მჟავანაძე / Edo Mzhavanadze.

შიგთავსი
ჰორიზონტალური ლოგო, ვერტიკალური ლოგო და ცალკე ნიშანი: black და white, SVG და PNG ფორმატებში.
საჯარო ქართული ბრენდბუქი: sitech-brandbook-ka-v1.pdf, 10 გვერდი.

ფაილის შერჩევა
SVG გამოიყენეთ ვებგვერდზე, პრეზენტაციასა და ბეჭდვისთვის. ასოების კონტურები ფაილშია; ლოგო თავიდან არ აკრიფოთ.
PNG გამოიყენეთ, თუ პროგრამა SVG ფორმატს ვერ კითხულობს. ყველა PNG ლოგოს ფონი გამჭვირვალეა. თეთრი ვერსია მუქ ფონზე მოათავსეთ.
პარტნიორთა ზოლს ჰორიზონტალური ლოგო შეეფერება, ყდას ვერტიკალური ლოგო, კვადრატულ ველს ცალკე ნიშანი.

ვიზუალური წესები
შეინარჩუნეთ პროპორციები და ყველა მხრიდან თავისუფალი არე. მისი მინიმუმია ცალკე ნიშნის სამუშაო ჩარჩოს სიგანის მერვედი.
არ გაწელოთ, არ მოაბრუნოთ და არ დაამატოთ ჩრდილი, ნათება, გრადიენტი ან ახალი ფერი.
სტანდარტული ნიშნის საწყისი მინიმუმია 32 px. 16 და 24 px ზომაზე მხოლოდ სპეციალური ოპტიკური ხატულები გამოიყენება; სრული ლოგო უცვლელია.

გამოყენების კონტექსტი
ეს მასალები უკვე შეთანხმებული თანამშრომლობის ფარგლებში თანმიმდევრულ ვიზუალურ გამოყენებას ემსახურება.
ჩამოტვირთვა თავისთავად პარტნიორობას ან SiTech-ის მხარდაჭერას არ ნიშნავს და შეუზღუდავი გამოყენების ნებართვას არ იძლევა.
არასტანდარტული გამოყენება, ერთობლივი ნიშანი ან განსაკუთრებული განლაგება ჩვენთან შეათანხმეთ.

კონტაქტი: hello@sitech.ge
sitech.ge
