ხშირად დასმული კითხვები
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ჩვენს სერვისებზე
რა ვადებში მზადდება ვებსაიტი?
დამოკიდებულია სირთულეზე: ლენდინგი — 3–5 დღე, სრული ბიზნეს საიტი — 7–14 დღე, რთული ვებ აპლიკაცია — 2–4 კვირა. SaaS MVP — 3–6 კვირა. ზუსტ ვადას შევთანხმდებით პროექტის დაწყებამდე.
როგორ ხდება გადახდა?
პროექტის 50% — წინასწარ, 50% — ჩაბარებისას. გრძელვადიან პროექტებზე (SaaS, რთული აპლიკაციები) შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა (25%–25%–25%–25%).
იძლევით გარანტიას შესრულებულ სამუშაოზე?
დიახ. ყველა პროექტს ახლავს 1 თვიანი უფასო მხარდაჭერა — შეცდომების გასწორება, მცირე ცვლილებები. გრძელვადიანი მხარდაჭერა ხელმისაწვდომია ტექნიკური მომსახურების პაკეტით (თვეში 200₾-დან).
შეიცავს თუ არა ფასი დომენსა და ჰოსტინგს?
არა. ფასი მხოლოდ დეველოპმენტია. დომენის (50–100₾/წელი) და ჰოსტინგის (20–100₾/თვე) ხარჯებს კლიენტი ფარავს. საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარებით არჩევასა და კონფიგურაციაში.
შემიძლია თუ არა საიტის შემდგომში დამოუკიდებლად მართვა?
დიახ. ვაკეთებთ CMS-ინტეგრაციას (Sanity, Strapi) ან მარტივ ინტერფეისს, სადაც თავად შეძლებთ კონტენტის რედაქტირებას. საჭიროების შემთხვევაში, ჩავატარებთ ტრენინგს.
რა შემთხვევაში მჭირდება SaaS MVP?
თუ გაქვთ იდეა აბონემენტზე დაფუძნებული სერვისის, პლატფორმის ან მარკეტფლეისის — MVP (Minimum Viable Product) საშუალებას მოგცემთ სწრაფად გამოხვიდეთ ბაზარზე, შეამოწმოთ ჰიპოთეზა და მიიღოთ პირველი მომხმარებლები.
მუშაობთ თუ არა AI ინტეგრაციაზე?
დიახ. ChatGPT-ის, ქსტომ AI-ის, RAG-ის, ჩეთბოტებისა და ავტომატიზაციის ნებისმიერი ტიპის ინტეგრაცია. AI-ს ვიყენებთ როგორც დეველოპმენტის პროცესში, ასევე მზა პროდუქტის ნაწილად.
აკეთებთ თუ არა SEO-ს?
დიახ. ტექნიკურ SEO (sitemap, robots.txt, schema markup, meta tags, Open Graph, Core Web Vitals) — სტანდარტულად შედის ყველა პროექტში. ღრმა SEO ოპტიმიზაცია (კონტენტი, ლინკბილდინგი, ანალიტიკა) — ცალკე პაკეტი 800₾-დან.
როგორ ხდება კომუნიკაცია?
Telegram-ით (ძირითადი), Zoom/Meet-ით (შეხვედრები) და ელ.ფოსტით. კლიენტს გადაეცემა პირდაპირი საკონტაქტო ინფორმაცია. Telegram ბოტი — @SiTechagencybot.
შემიძლია თუ არა უკვე არსებული საიტის განახლება?
დიახ. ვმუშაობთ არსებულ საიტებზეც — რედიზაინი, სიჩქარის ოპტიმიზაცია, ახალი ფუნქციების დამატება, პლატფორმიდან მიგრაცია (WordPress → Next.js).
რა ენებზე შეგიძლიათ საიტის გაკეთება?
ქართული (ნაგულისხმევი), ინგლისური, რუსული. მრავალენოვანი საიტების გაკეთებაც შესაძლებელია — i18n ინტეგრაცია Next.js-ზე.
რას ნიშნავს „500 მცირე მეწარმე“?
ეს არის ჩვენი სოციალური კამპანია — 500 ახალბედა მეწარმეს ვუკეთებთ ლენდინგს 100₾-ად (სტანდარტული ფასი 200₾). მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული მცირე ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას.
ვერ იპოვეთ პასუხი?
მოგვწერეთ [email protected]