
EmDash პრაქტიკაში: ბლოგი, მაღაზია და PWA Cloudflare-ის CMS-ზე
ორ დღეში ავაშენეთ სრული ბლოგი ტაქსონომიებით, მაღაზია შეკვეთებით და PWA — და აგენტმა ეს ყველაფერი MCP-ის საშუალებით გააკეთა, პანელში ხელის შეხების გარეშე. რა მუშაობს, სად ვწვალეთ და რას ნიშნავს „უფასო გეგმა“ რეალურად.
EmDash არის Cloudflare-ის ღია კოდის CMS — TypeScript-ზე, Astro-ზე და Cloudflare-ის edge-ინფრასტრუქტურაზე. გადავწყვიტეთ, თეორიულად არ გვესაუბრა და ორ დღეში ავაშენეთ: სრული ბლოგი იერარქიული კატეგორიებითა და თეგებით, მაღაზია დანამატებით და შეკვეთებით, PWA offline რეჟიმით და ორენოვანი საიტი ქართული ადმინ-პანელით.
რა ავაშენეთ
ბლოგი: 12 თემატური სტატია ორ ენაზე (24 ჩანაწერი), 7 კატეგორია იერარქიით (მაგალითად, „Cloudflare“ ჩადგმული „ინჟინერიის“ შიგნით), 14 თეგი, 3 ავტორის პროფილი, სერიები, ძებნა, არქივები და RSS. მაღაზია: 12 პროდუქტი, ჩაშლილი კატეგორიები, დანამატები პროდუქტზე (გრავირება, შეფუთვა, სტიკერები), კალათა და შეკვეთის ფორმა, რომელიც შეკვეთას პირდაპირ ადმინ-პანელში აგდებს. დამატებით — favicon-ის ნაკრები, PWA manifest და service worker.
MCP — მთავარი განსხვავება
EmDash-ს ჩაშენებული MCP-სერვერი აქვს — CMS-ების სამყაროში იშვიათობა. ჩვენს ინსტანციაზე 59 ხელსაწყოა: კონტენტი, სქემა, ტაქსონომიები, მედია, მენიუები, ავტორები, რევიზიები. ავტორიზაცია API ტოკენით ხდება (პრეფიქსი ec_pat_). მთელი ბლოგის სქემა, 24 სტატია, 12 პროდუქტი, სურათები და მენიუ აგენტმა MCP-ის გამოძახებებით შექმნა — პანელში ერთი კლიკის გარეშე. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს, რომ მიგრაცია, მასობრივი განახლება და AI-აგენტური მართვა ავტომატიზდება.
უფასო გეგმის რეალობა
100 000 მოთხოვნა დღეში ჩვენთვის პრობლემა არაა — ვხარჯავთ ~10 000-ს, ანუ 10%-ს. შემზღუდველი 10 მილიწამიანი CPU დროა: ვიზიტორისთვის საიტი მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ადმინ-პანელის API გაცილებით მძიმეა. როცა ათეულობით ჩანაწერს და სურათს ერთდროულად ვქმნიდით, პანელმა ხანდახან 503 დააბრუნა — „Exceeded CPU Limit“. დასკვნა: ბლოგისთვის უფასო გეგმა საკმარისია, პანელით აქტიური მუშაობისთვის კი 5-დოლარიანი Workers Paid პრაქტიკულად სავალდებულოა.
ძლიერი და სუსტი მხარეები
ძლიერი: ნულოვანი მოვლა (არავითარი სერვერი და პლაგინების განახლება), MCP და სრული API, Cloudflare-ის სისწრაფე 100/100 Lighthouse-ით, ჩაშენებული მრავალენოვნება, რევიზიები და როლები, ღია კოდი MIT ლიცენზიით. სუსტი: ახალგაზრდა პროექტია (1.0 ჯერ არ გამოსულა), დოკუმენტაცია ზოგან ჩამორჩება, ეკოსისტემა პატარაა WordPress-თან შედარებით, page builder არ არსებობს და მაღაზია „ყუთიდან“ არ მოდის — თავად უნდა ააწყო.
დეტალური ჩანაწერი, ციფრებით და ეკრანის სურათებით, ჩვენს დემო-საიტზე გამოვაქვეყნეთ.
SiTech — AI-გაძლიერებული ვებ დეველოპმენტი
ვქმნით სწრაფ, თანამედროვე ვებსაიტებს და AI-ს ვაერთიანებთ ქართული ბიზნესებისთვის. გაქვთ პროექტი ან კითხვა? სიამოვნებით დაგეხმარებით.